ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 45.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 3.8 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 19.2 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1.3 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 22.3 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 3.7 პროცენტით.
იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.03 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 2.6 პროცენტიანი მატება. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 2.7 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 55.7 პროცენტიანი მატება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდა.