logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"ეკოპროდუქტი მოთხოვნადია, თუმცა იმპორტირებულს კონკურენციას ფასით ვერ ვუწევთ" - ხის საამქრო "დაფიონი"

ეკოპროდუქტი მოთხოვნადია, თუმცა იმპორტირებულს კონკურენციას ფასით ვერ ვუწევთ, - ამის შესახებ ხის საამქრო "დაფიონის" დამფუძნებელმა გიორგი ბროლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეკო მეგობრული, ხის პროდუქციის წარმოება მაღალ ხარჯებთან არის დამოკიდებული და საბოლოოდ, იმპორტირებულზე ძვირი ღირს. 

"პროდუქციის წარმოება 2023 წელს დავიწყე და ჩემი მიზანი, არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე განვითარება, არამედ უცხოურ ბაზრებზე გასვლაც არის, თუმცა ფინანსების გამო, გეგმების განხორციელება ჯერჯერობით ვერ შევძელი. ვაწარმოებ ხის ავეჯსა და თოჯინებს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ეკო მეგობრულია და მიუხედავად იმისა, რომ ეკო პროდუქციის მიმართ ინტერესი ყოველთვის არის, შეკვეთები მაინც არ გვაქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც ჩინეთიდან შემოდის უფრო იაფია, თუმცა ხარისხით უფრო დაბალი. იმპორტირებული პროდუქცია დამზადებულია დაპრესილი ნახერხისგან, რომელიც ხის ასოციაციას ტოვებს. ფაქტობრივად, ჩვენ მასალა გვიჯდება ის ფასი, რაც იმპორტირებულის სარეალიზაციო ღირებულებაა. 

ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია მომხმარებლების ინტერესს გაზრდის და სწორედ, ამიტომ არ ვყრი ფარ-ხმალს და მინდა, რომ ყველა ჩემი გეგმა და ჩანაფიქრი განვახორციელო", - აცხადებს გიორგი ბროლაძე.

რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებას - როგორც "დაფიონის" დამფუძნებელი განმარტავს, საექსპორტო მიმართულების განვითარებაც მაღალ ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან პოტენციური პარტნიორები პროდუქციის ნიმუშებს, რომლის დამზადება საკმაოდ ძვირია.

ცნობისთვის, ხის საამქრო "დაფიონი" ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანია იღებს როგორც კერძო, ასევე კორპორატიულ შეკვეთებს. 

გამოგვყევით