logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპი უსახლკარო ადამიანებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ვაშინგტონი

დონალდ ტრამპი უსახლკარო ადამიანებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ვაშინგტონი

1754901140

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსახლკარო ადამიანებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ვაშინგტონი.

ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს უსახლკაროებს საცხოვრებლით, თუმცა ეს მოხდება ვაშინგტონიდან შორს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს თეთრ სახლში ამ საკითხზე პრესკონფერენციას გამართავს.

„კრიმინალებო, თქვენ არ გჭირდებათ გადასვლა. ციხეში მოგათავსებთ, სადაც თქვენი ადგილია. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება, ზუსტად ისე, როგორც საზღვრებზე. მილიონობით შემომსვლელისგან ნულამდე მივედით ბოლო რამდენიმე თვეში. ეს უფრო ადვილი იქნება, მოემზადეთ. არ იქნება „კეთილი ბატონი“. ჩვენი დედაქალაქის დაბრუნება გვინდა“, – წერს დონალდ ტრამპი.

1tv.ge 

გამოგვყევით