მიმდინარე წელს ჩინეთის შრომის ბაზარზე 12.7 მილიონი ახალგაზრდა პროფესიონალი შევა. მათ დასასაქმებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, პეკინი ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრმა, ვან სიაო პინმა ეროვნული სახალხო კონგრესის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა, რომ ტრადიციული პროფესიების გასავითარებლად, დასაქმების არხების ოპტიმიზაციისა და ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა სფეროში საკუთარი უნარების წარმოჩენის ხელშესაწყობად, მთავრობა ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს.
მისივე თქმით, მზარდი გლობალური გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა ახალ გამოწვევებს უქმნის დასაქმების სტაბილურობას. შესაბამისად, ჩინეთი დანერგავს ფართომასშტაბიან სტაჟირებისა და სასწავლო პროგრამებს, ასევე ფოკუსირდება პროფესიული უნარების განვითარებაზე სწრაფად მზარდ სექტორებში, მათ შორის:
- ენერგიის ახალ წყაროებზე მომუშავე ტრანსპორტში;
- ხელოვნურ ინტელექტში.
მანამდე, ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2026 წლის ბოლომდე, დიდ ქალაქებში 12 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ხოლო 2026-2030 წლებში, უმუშევრობის 5.5%-იანი დონის შენარჩუნებას აპირებს.
1tv.ge
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ფოტო