logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დროის გარკვეულ პერიოდში, ქსელის ის განვითარება რა ფორმითაც ვითარდება, უნდა შეიცვალოს" - ლაშა რიჟავაძე

“როდესაც ვსაუბრობთ, გადასახადების გაუქმებაზე ან ზღვარის დაწესებაზე, რისი საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მისაწოდებელ ფასს პროპორციულად შევამცირებთ. ასევე, თუ კომპანიას არ ექნება წინსწრებით დასაფარი ის გადასახადები, რასაც დღეს იხდის, რა თქმა უნდა, ეს დადებითად იმოქმედებს მის საბრუნავ საშუალებებზე”- ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში “დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის”თავმჯდომარე, ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, კომპანიას  არ მოუწევს საბანკო პროდუქტით სარგებლობა, მაგრამ პრობლემა ქსელის მხარეს დგება.

“თუ დღეს ქსელი მთლიანად ქეშის მობილიზებას წინსწრებით ახდენს  და ეს ვალდებულებები ჩვენ ბანკებიდან ან სხვა მსგავსი საშუალებით გვაქვს აღებული,  და თუ ეს წყარო ქსელს არ ექნება, ის, ძირითად შემთხვევაში, ვერ შეძლებს ფინანსური ტვირთის აღებას. 

მიგვაჩნია, რომ დროის გარკვეულ პერიოდში, ქსელის ის განვითარება რა ფორმითაც ვითარდება უნდა შეიცვალოს. გადახდის ვადები, “ქეშბექის” წინასწარ არ გადახდა და გადასახადებზე დაწესებული ზღვარი ეტაპობრივად დადებით გავლენას მოახდენს საბოლოო ფასზე და მის სტაბილურობაზე. გარდა ამისა, უამრავი პრობლემა აქვს სექტორს,”- ამბობს რიჟამაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საფრთხილოა ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რითეილ სექტორს ხარჯს უზრდის, მაგალითად პლასტიკის აკრძალვა, სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული შეზღუდვა და ა.შ, რაც საბოლოოდ სურსათის ფასებზე აისახება.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.

გამოგვყევით