logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სიღარიბე როგორც ასეთი, 2028 წლიდან უნდა დასრულდეს" - მიხეილ დუნდუა

საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოქალაქეების შემოსავლებზე და საერთო კეთილდღეობაზე – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

„ეკონომიკა მთლიანობაში ყველა მოქალაქის, ეკონომიკური აქტორის შემოსავლებს მოიცავს. როდესაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ საერთო კეთილდღეობა უმჯობესდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

დუნდუას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ისევ არსებობს სიღარიბე, მისი მასშტაბი მაინც მცირდება. 

"რა თქმა უნდა, არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სიღარიბეშია, მაგრამ ეს მცირე ნაწილია და შეუძლებელია, რომ უმრავლესობა ვერ გრძნობდეს კეთილდღეობის გაუმჯობესებას",- აცხადებს მიხეილ დუნდუა.

დუნდუა აღნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე გადადის შედარებით მაღალშემოსავლიან კატეგორიაში, თუმცა გარკვეული გამოწვევები მაინც რჩება.

"მოსახლეობის დიდი ნაწილი, მსოფლიო ბანკის შეფასებით, არის მაღალი საშუალო შემოსავლის კლასში გადასული, ანუ უფრო შეძლებული. ამაზე ნაკლები შემოსავლის მქონე არის დაახლოებით 40%, ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი გახდება 35%, რაც არ ნიშნავს სიღარიბეს. პრაქტიკულად, სიღარიბე როგორც ასეთი, უნდა დასრულდეს 2028 წლიდან. 2030 წლისთვის სიღარიბემ, როგორც პრობლემამ, არ უნდა იარსებოს. წლიდან წლამდე ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ. ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული, გათვლილი განაცხადი", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ. 

გამოგვყევით