"საქსტატი" საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2024 წელს საშუალო წლიური რიცხოვნობა 671 337 პირს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს აღნიშნულ სოციალურ დახმარებას 704 713 კაცი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით, 18%-ს (17.9%) შეადგენს.
მონაცემების თანახმად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 656 127 კაცი იყო, ხოლო 2022 წელს 647 738.
ცნობისთვის, 2025 წლის წილი გაანგარიშებულია 2024 წლის მოსახლეობის აღწერის საფუძველზე. წინა წლების მონაცემები გადაანგარიშდება მოსახლეობის მაჩვენებლების გადაანგარიშების შემდეგ.