logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ფაქტია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგულაციები დადებითად მუშაობს" - ზვიად კორძაძე

ფაქტია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აქამდე განხორციელებული რეგულაციები დადებითად მუშაობს და სამეწარმეო ვენახების გაშენების შესახებ ახალი რეგულაციაც არ მგონია ცუდი იყოს, - ამის შესახებ "ბარბალეს მარანის" დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თუკი ღვინის ხარისხის ზრდა გვინდა ამისთვის რეგულაცია საჭიროა. 

"ფაქტია, რომ ღვინისა და ვენახების რაოდენობის ზრდისა და ყალბი ცნობების გაცემის აღკვეთის კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეგულაცია ეხება კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილ ვენახს - რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად მოწესრიგება სჭირდება. თუ უშუალოდ რეგულაციის კუთხით  რაიმე ჩასასწორებელი ან გასამართი იქნება იმედი მაქვს, რომ ჩასწორდება. ამჟამად, თვითონ რეგულაციის მიმართ მე არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს, რადგან თუ ჩვენ ღვინის ხარისხზე ვფიქრობთ ასეც უნდა იყოს. ეს რეგულაცია თუ იმას მოიცავს, რომ ვენახის გაშენება სტანდარტებით უნდა მოხდეს და მოწეული მოსავალიც უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს - ეს ძალიან კარგია. უბრალოდ სტანდარტებთან მიმართებაში თუ მევენახეს დასჭირდება წაშველება, რომ ადაპტირება მოახდინოს მათ შორის, გამოცდილების, მოსავლის დაბინავების და ბაზრების მოძიების კუთხით - კარგი იქნება", - აცხადებს ზვიად კორძაძე. 

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი დამტკიცდა. დოკუმენტი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.

გამოგვყევით