logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას" - შოთა ბერეკაშვილი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენისას კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ნაწარმოები პროდუქცია კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ.

"ეს განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, რადგან ასეთი ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია აღნიშნულ ლოგისტიკურ ცენტრში უფრო მარტივად, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ, საიდანაც მოხდება დისტრიბუცია. მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც საბოლოო ჯამში 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, საზოგადოებას აცნობს.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დასკვნა ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და ის დაფუძნებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. მისი თქმით, რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული.

გამოგვყევით