logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესის მიერ დასმულ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა" - გიორგი მარგებაძე

"ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესის მიერ დასმულ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა" - გიორგი მარგებაძე

1773078360

ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესის მიერ დასმულ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ განაცხადა.

მინისტრთან გამართულ წინა შეხვედრაზე  დაისვა საკითხები დეველოპერებისა და ბიზნესის მხრიდან და მგონი, პირველად ხდება, რომ სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხთით და ასევე სხვა საკითხებს.  დარგი ამ  ყველაფერს მიესალმება“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან  დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

შეხვედრა  „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა.

"სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით" - სულხან ზუმბურიძე

"სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით" - სულხან ზუმბურიძე

გამოგვყევით