logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 6.9%-ით შემცირდა - "საქსტატი"

იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 6.9%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1773389722

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 511.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით ნაკლებია.

"საქსტატის" ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 026.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 22.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 485.3 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 15.4 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს.

ბიზნესი

გამოგვყევით