არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზედაც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ კომპანია "ბემონის" მმართველმა დირექტორმა გიორგი მირცხულავამ განაცხადა.
"მისასალმებელია ასეთი შეხვედრები, სადაც სექტორს აქვს აბსოლუტური თავისუფლება, დასვას ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა დეტალური იყოს, ან რაღაც ეტაპზე სენსიტიურიც. ყოველ ამ შეხვედრაზე ამ პასუხებს ვღებულობთ, რომ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრაც არის ამ ტენდენციის გაგრძელება, რასაც სექტორი მივესალმებით - არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზედაც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, რაც მისასალმებელია და წარმატების საწინდარია”, - აცხადებს გიორგი მირცხულავა.
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.
შეხვედრა „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა.