logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 41.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 116.6%-ით გაიზარდა" - Galt&Taggart

2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 41.4%-ით შემცირდა და 0.4 ტვტ.სთ შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, იმავე დროის მონაკვეთში წლიურად 116.6%-ით გაიზარდა 1.0 ტვტ.სთ გახდა.  ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, ექსპორტის 81.6%-იანი წილით.

"ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს. თურქეთის მიმართულებით ტოპ-3 ექსპორტიორი იყო: ბუქაფ სოლუშენზი, საქართველო ურბან ენერჯი და აჭარა ენერჯი 2007. თურქეთის მიმართულებით 52.6 გვტ.სთ-ის ექსპორტი განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომლის მიზანიც იყო თურქეთთან ისტორიული ვალის დაფარვა. 

აღსანიშნავია, რომექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (-43.8% წ/წ) და 19.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2025 წლის პირველ ნახევარში. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექპორტო ფასის კლებას. ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად შემცირდა 4.0%-ით და კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტი შეადგინა. ტრანზიტი 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს გავლით თურქეთში 0.3 ტვტ.სთ ელექტრონერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომლის 87.9% აზერბაიჯანიდან მოდიოდა, ხოლო დანარჩენი რუსეთიდან", - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

Galt&Taggart-ის მიმოხილვაში იმპორტირებულ ელექტროენერგიის შესახებ ვკითხულობთ, რომ ყველაზე დიდი წილი 78.9% რუსეთიდან განხორციელდა, რომლის 58.6% აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

"ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევრში იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 25.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 2.6 აშშ ცენტია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით