logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კრიზისი გვაქვს" - ტრამპის ადმინისტრაცია წამლების იმპორტზე ტარიფების დაწესებისთვის ემზადება

"ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კრიზისი გვაქვს" - ტრამპის ადმინისტრაცია წამლების იმპორტზე ტარიფების დაწესებისთვის ემზადება

1755257205

თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ფარმაცევტულ იმპორტზე ტარიფებს დააწესებს „232-ე მუხლის“ სავაჭრო გამოძიების ფარგლებში, რადგან, მისივე სიტყვებით, „ძალიან ნათელია, რომ ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კრიზისი გვაქვს“ აშშ-ის სექტორში უცხოელ მწარმოებლებზე დამოკიდებულების გამო.

CNBC-თან სატელევიზიო ინტერვიუში ნავარომ  232-ე მუხლის გამოძიების ვადების შესახებ დეტალები არ გაამჟღავნა და აღნიშნა, რომ  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება მიწოდების ჯაჭვების გასაძლიერებლად გრძელვადიანი სტრატეგიული კონტრაქტების მეშვეობით, ფარმაცევტული ინგრედიენტების ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ფასების ზღვრულ დონეს უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სტრატეგიული აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების მარაგების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტებით შევსების შესახებ, რაც „უზრუნველყოფს აუცილებელი მედიკამენტების მდგრადი შიდა მიწოდების ჯაჭვს“. შტატებში გრძელდება გამოძიება იმპორტირებული ფარმაცევტული პრეპარატების მიმართულებით, რათა შეაფასოს, უქმნიან თუ არა ისინი საფრთხეს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ცნება „ეროვნული უსაფრთხოება“ ამ კონტექსტში აღნიშნავს არა მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოებას, არამედ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ეკონომიკური მდგრადობა, წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელზე, მათ შორის წამლებზე, ასევე უცხოურ მომწოდებლებზე დამოკიდებულება და სხვა.

ამავდროულად, ნავარომ დასძინა, რომ ტარიფები ინდოეთიდან და ჩინეთიდან დემპინგის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

jandacva.ge 

გამოგვყევით