logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ილონ მასკის Tesla-მ ბრიტანული სახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ლიცენზია მოითხოვა

ილონ მასკის Tesla-მ ბრიტანული სახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ლიცენზია მოითხოვა

1754999464

ილონ მასკის Tesla-მ ბრიტანეთის ენერგეტიკის მარეგულირებელს გაერთიანებული სამეფოს ოჯახებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ლიცენზიის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

დამტკიცების შემთხვევაში, ეს Tesla-ს საშუალებას მისცემს, კონკურენცია გაუწიოს უამრავ მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიას, რომლებიც ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომუნალურ მომსახურებას აწვდიან ინგლისის, უელსისა და შოტლანდიის მასშტაბით არსებულ უძრავი ქონებას.

განაცხადი გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანო Ofgem-ში გასული თვის ბოლოს შეიტანა Tesla Energy Ventures Limited-მა, რომლის სათაო ოფისიც მანჩესტერშია მდებარეობს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერა ენდრიუ პეინმა, რომელიც კომპანიის დირექტორად არის მოხსენიებული. 

გარდა იმისა, რომ Tesla მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე აღიარებული მწარმოებელია, მას აქვს ბატარეების შენახვისა და მზის ენერგიის მიწოდების ბიზნესიც.

გასულ წელს, ფირმის შემოსავალი მზის უჯრედების, აკუმულატორების და სხვა ენერგეტიკული პროდუქტების გაყიდვიდან თითქმის გაორმაგდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიარდი დოლარით ანუ 93%-ით გაიზარდა.

გამოგვყევით