logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-იმ აზარტული, მომგებიანი თამაშობის მიწოდების სექტორში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

GCCA-იმ აზარტული, მომგებიანი თამაშობის მიწოდების სექტორში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

1755673140

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), აზარტული, მომგებიანი თამაშობის მიწოდების სექტორში, შპს „ბეთლაივის“ მიერ შპს „გლობალ გეიმინგის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ბაზარზე წარმოდგენილი იყო 34 სუბიექტი. ბაზრის საერთო მოცულობამ  709 890 110.85 ლარი შეადგინა. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი 1430.6 ერთეულს გაუტოლდა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ასევე, ვინაიდან შპს „ბეთლაივი“ და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე არ არიან წარმოდგენილნი შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის ინდექსის (HHI) ცვლილებას.

შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განსახორციელებელი კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

გამოგვყევით