logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

რატომ გაძვირდა მშენებლობა - მიზეზები

რატომ გაძვირდა მშენებლობა - მიზეზები

1736152821

2024 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7%-იანი კლებით, რამაც -0.53 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

"საქსტატის" ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა . ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.8%-იანი  ზრდით და სამშენებლო მასალების 3.0%-იანი  გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.82 და 1.81 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი  19.6%-ით გაიზარდა.

გამოგვყევით