logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა - IMF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა

ნათია თურნავა - IMF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა

1746088959

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა საქართველოში და რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.  ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა გვინდა თუ არა ვისესხოთ ჩვენ ბიუჯეტისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს არ დაგვჭირვებია, ამის აუცილებლობა არ დაგვდგომია, მაგრამ მთლიანობაში, სანდოობისთვის, ბიზნესის თვალში, ინვესტორების თვალში, ყოველთვის კარგია როცა სავალუტო ფონდი ძლიერად არის წარმოდგენილი ქვეყანაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, გარდა იმისა რომ პროგრამა იყო დაპაუზებული. მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმით თანამშრომლობა. ეს მისია არის მეოთხე მუხლის მისია, ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. თარიღები დაგეგმილია მაისის ბოლოს იქნება, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი.

ტექნიკური დახმარების პროგრამები მათთან არ შეჩერებულა. ეროვნული ბანკი სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით-მათ შორის კიბერუსაფრთხოებით დაწყებული და საბანკო ზედამხედველობის პროგრამებით დამთავრებული.

მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება. პროგრამაზე ვისაუბრებთ როდესაც მისია ჩამოვა. ასეთი რაღაცაც ითქვა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ გაგებით იყო ეს მოსმენილი - ჩვენ სანამ ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად უნდა შევაფასოთ დაპაუზებული, ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა რა ღია საკითხები იყო რა შესრულდა. ჩვენ მაინც ვასრულებდით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე ეროვნული ბანკი ამ პროგრამის მიხედვით მუშაობას. რა შესრულდა რა დარჩა ღია იმისთვის რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საშუალო ვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც დაპაუზებულ პროგრამაში იყო მოყვანილი ჩვენი მხრიდან იყო შესრულებული. ანუ ამ კუთხით ქართულ მხარეს სასაყვედურო არაფერი ქონდა. ჩვენს მხარეს ეს იყო წმინდა რეზერვები, ფინანსთა სამინისტროს მხარეს იყო საბიუჯეტო დეფიციტი, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა მაგრამ მაინც იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროგრამის დაპაუზებაზე. რამდენად გამართლებული იყო მაშინ ეს გადაწყვეტილება ეს კიდე ცალკე საკითხია. ჩვენ ვართ პარტნიორები, პარტნიორებს შორის არ შეიძლება თემა იყოს დახურული, ყველაფერზე იყო საუბარი.

მე პირადად ვფიქრობ, რომ ერთ ერთი მიზეზი რაც დასახელდა, რომ ეროვნული ბანკის კანონში შევიდა ცვლილებები, პირიქით სასიკეთო ცვლილება იყო, რადგან გამჭვირვალედ და საუკეთესო სტანდარტით, კანონით დარეგულირდა თუ რა ხდება ისეთ დროს როდესაც ეროვნულ ბანკს არ ყავს მოქმედი პრეზიდენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ მას პირველი მოადგილე ცვლის. სწორედ ს სიტუაცია გვქონდა პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე დიდხანს, ეროვნულ ბანკს არ ყავდა პრეზიდენტი. მას შემდეგ ბევრი რამე გაკეთდა გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის რა წუხილიც ქონდა სავალუტო ფონდს რომ ეროვნული ბანკის აღმასრულებელი წევრების რაოდენობა სამეთვალყურეო საბჭოში ჭარბობს არააღმასრულებელს, ესეც გამოსწორდა.

9 წევრი ყველა არის პარლამენტის მიერ დამტკიცებული და დანიშნული. არააღმასრულებელი 5-ია, 4 ვართ აღმასრულებელი, თვითონ ის პრინციპი რომ იყოს თანაფარდობა დაცულია. ეს საკითხი ჩვენ შორის (სსფ) ალბათ აღარ უნდა იყოს პრობლემური. მე პოზიტიურად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რაც დავინახე სსფ-სგან შემდგომი თანამშრომლობის ფორმებზე, სურვილზე და ფორმატზე შევთანხმდით,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

გამოგვყევით