logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

პედრო სანჩესი - არ გვაქვს დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ტერორისტული თავდასხმის შედეგია

პედრო სანჩესი - არ გვაქვს დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ტერორისტული თავდასხმის შედეგია

1745930033

მთავრობას არ აქვს დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ტერორისტული თავდასხმის შედეგია, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სანჩესის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით მთავრობა კერძო კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

როგორც სანჩესმა აღნიშნა, მისი აზრით, ელექტროენერგიის გათიშვის დროს განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა.

ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგები გამოყენებული იქნება ესპანეთის ელექტროსისტემის გასაძლიერებლად, რათა „მომხდარი აღარასდროს განმეორდეს“.

პედრო სანჩესმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, 28 აპრილს მატარებლების რეისების გაუქმების გამო 35 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა, ხოლო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში დღესაც შეფერხებებია.

„მიუხედავად ამისა, აეროპორტები ახლა ჩვეულებრივად მუშაობენ. მობილური ტელეფონი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები ქვეყნის 90%-ში მუშაობს“, – განაცხადა სანჩესმა.

ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთსა და მაროკოს ელექტროენერგიის მიწოდებით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ესპანეთმა ელექტროენერგიის აღდგენა საფრანგეთთან და მაროკოსთან კავშირების წყალობით შეძლო.

1tv.ge 

გამოგვყევით