2025 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.2%-ით, 1,026 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება 4.2%-ით, 1,232 გვტ. საათამდე გაიზარდა.
ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 14.4%-ით, 831 გვტ. საათამდე გაიზარდა, თბოსადგურების გამომუშავება შემცირებულია 189 გვტ. საათამდე (წლიურად - 52.2%), ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება წლიურ ჭრილში 22.6%-ით შემცირდა და 6.5 გვტ.საათი შეადგინა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას,ის 2025 წლის მარტში 4.2%-ით, 1.232 გვტ.საათამდე გაიზარდა. საცალო მოხმარება გაზრდილია 2.5%-ით, 693 გვტ.საათამდე. მსხვილი მომხმარმარებლების მოხმარება 16.6%-ით გაიზარდა და 285 გვტ.საათი შეადგინა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 3.1%-ით შემცირდა და 253 გვტ.საათი შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 6.04 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 4.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შიდა დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მარტში იმპორტირებულია 252 გვტ. საათი ელექტროენერგია.