logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მიმდინარე წელს "კულა" წარმოების გაფართოებისთვის ₾2 მლნ-ს დახარჯავს

"მიმდინარე წელს, საკონსერვო წარმოება "კულა" წარმოების გაფართოებისთვის ₾2 მლნ-ს დახარჯავს," - როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, "კულა" ასორტიმენტის გაზრდას და საწარმოო ხაზის დამატებას გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქტები ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება. 

"წელს ორიენტირებულები ექსპორტის მიმართულებით ვიქნებით, თუმცა სახეობების დამატებასაც ვგეგმავთ. მათ შორის, გვინდა, რომ თევზის და ხორცის კონსერვების ასორტიმენტი გავზარდოთ. ეს იქნება თუნუქის ქილებში, მათ შორის, კალმახის რამდენიმე სახეობა, ზუთხი და ა.შ. როგორც ჩვენი სხვა პროდუქცია ესეც როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. 

აღნიშნულის გარდა, ჩვენ მუდმივად ვაახლებთ და ვავითარებთ ჩვენს საწარმოს და მიმდინარე წელსაც დანადგარების დამატება გვაქვს დაგეგმილი. საწარმოო ხაზები დაემატება იმისთვის, რომ უფრო მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "კულას" გაყიდვები დაახლოებით, 10-12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი, კომპანია მალაიზიის, სინგაპურისა და იაპონიის ბაზარზე გასვლას გეგმავს.

შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.

გამოგვყევით