logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქების სამოგზაურო სიაში- Travelbook

თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქების სამოგზაურო სიაში- Travelbook

1745838420

გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, Travelbook-მა სოციალურ ქსელებში: Facebook და Instagram  200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით მიმართა ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი. 

Travelbook-ის გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს: თბილისი, რომი, ვენა, ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი, ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.

გამოგვყევით