logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველო არის ერთგვარი ნიშა პოტენციური ინვესტორი კომპანიებისთვის" - "ჰუალინგის" თიზ-ი

"საქართველო არის ერთგვარი ნიშა პოტენციური ინვესტორი კომპანიებისთვის" - "ჰუალინგის" თიზ-ი

1745554440

„საქართველო არის ერთგვარი ნიშა პოტენციური ინვესტორი კომპანიებისთვის“- ამის შესახებ „ჰუალინგის“ თიზ-ის ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსმა, ნუცა ჟღენტმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის  ეთერში განაცხადა. 

„საქართველო ძალიან საინტერესოა ინვესტორებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და საქართველოდან შეგიძლია დაფარო ძალიან ბევრი ლოკაცია დამატებითი გადასახადების გარეშე.  ბიზნესის დასაწყებად რეგულაციები არის ძალიან მარტივი, ასევე არის დაბალი საოპერაციო ხარჯები და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დარეგისტრირდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ძალიან ბევრი გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული. ახლაც ძალიან მნიშვნელოვან ჩინურ კომპანიებთან გვაქვს მოლაპარაკებები,“- განაცხადა „ჰუალინგის“ თიზის ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსმა, ნუცა ჟღენტმა 

მისივე განცხადებით,  ქუთაისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ დღემდე ძალიან ბევრი ქვეყნიდან ინვესტორის მოზიდვა შეძლო, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობებს ახორციელებენ - მაგ. ფეროშენადნობების წარმოება (ახორციელებს ჩინური კომპანია), ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, საკვები დანამატები; სამშენებლო მასალების წარმოება.

ნუცა ჟღენტის განცხადებით, მოთხოვნა ასე თუ ისე საკმარისად არის იმის გათვალისწინებით, თუ რა ტენდენციებიც არსებობს გლობალურად და რეგიონალურად. მაღალი კონკურენტული პირობების ფონზე „ჰუალინგის“ თიზ-ის ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსი  მიიჩნევს, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის მეტად განვითარება. ასევე, მისივე თქმით, დიდი კონკურენციაა ლიბერალურ ტარიფებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ქვეყანას ინტეგრირებული სტრატეგიისა და პოლიტიკის მაქსიმალურად განხორციელება მართებს, რათა  ინვესტორები მოიზიდოს.

ცნობისთვის, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.

გამოგვყევით