logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ქვემო ქართლში, 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

ქვემო ქართლში, 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

1745581693

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამარხის  სარწყავი სისტემის  წმენდით სამუშაოებს ატარებს.

სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის, ჯამში 10 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის, ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან წმენდას და გამშვებ-სარეგულაციო ფარების მოწყობას. საქართველოს მელიორაციამ ღონისძიებები  მიმდინარე წლის თებერვალში  დაიწყო და  მაისში  დაასრულებს.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდას და შეამცირებს წყლის დანაკარგს; შედეგად, დაახლოებით 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება. 

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, რეგულარულ სარწყავში გადავიდა  34,095 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი 

წყლის მიწოდება  32,070  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.

გამოგვყევით