logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქუთაისში, "პანორამა რედის" პროექტი, საერთაშორისო ბრენდის BEST WESTERN-ის ქვეშ განხორციელდება - "პანორამა ჯგუფი"

ქუთაისში, "პანორამა რედის" პროექტი, საერთაშორისო ბრენდის BEST WESTERN-ის ქვეშ განხორციელდება, - ამის შესახებ "პანორამა ჯგუფის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბუცაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ქუთაისმა საინვესტიციო თვალსაზრისით პოზიციონირება აქტიურად დაიწყო.

"ქუთაისში გვაქვს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში, დაახლოებით, 1 700 000 ადამიანს ემსახურება. ასევე, გვაქვს 3000-წლიანი ისტორია, იუნესკოს დაცული ძეგლები და ეს ყველაფერი უძრავი ქონების ბაზარზე აისახება. ქუთაისის აეროპორტი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ევროპულ ქალაქებთან, არა მარტო ტურისტულ ნაკადს ზრდის, არამედ ინვესტორების დაინტერესებასაც. 

ქუთაისის ბაზარს ჩვენი ახალი მიმართულება შევთავაზეთ - აპარტამენტები, რომლებიც საერთაშორისო ბრენდის BEST WESTERN-ის ქსელი იქნება. ეს კიდევ უფრო ზრდის ტურისტების და ინვესტორების დაინტერესებას რეგიონების მიმართულებით. 

BEST WESTERN-მა საქართველოში პოზიციონირება აქტიურად დაიწყო, მას პროექტები აქვს ასევე, თბილისსა და ბათუმში. ადგილობრივებისთვისაც ძალიან კარგი პროდუქტი იქმნება, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბინა, რომელიც ჩაბარდებათ სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ეს ყველაფერი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ იქნება. 

პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ფართების გაყიდვები ახლახან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის პერიოდია და ადამიანები დასვენებაზე არიან ორიენტირებულები, მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი აჩვენა ჯავშნებმა, რომლებიც აპარტამენტებზე გვაქვს. საინვესტიციო მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად სექტემბრიდან ჩავერთვებით და გაყიდვებით უფრო მეტად გააქტიურდება. 

კონკურენცია არის ბაზარზე, თუმცა ჩვენი პროექტი უკონკურენტოა, რადგან ეს არის ქუთაისში პირველი პროექტი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ", - აცხადებს გიორგი ტაბუცაძე.

ცნობისთვის,"პანორამა ჯგუფის" 18 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი 15 სართულს მოიცავს, სადაც ერთი სართული მიწისქვეშა პარკინგს, მომდევნო სართული კომერციულ ფართს, ხოლო დანარჩენს სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება. მშენებლობის დასრულება 3 წელში იგეგმება.

 

გამოგვყევით