სააგენტო Reuters-ის ცნობით,კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა 14 ივლისის ღამეს 120 000 დოლარს პირველად გადააჭარბა.
თბილისის დროით 11:24 საათისათვის ბიტკოინის ღირებულება 122 000 დოლარს აღემატება.
ბიტკოინის კურსის ზრდა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ანალიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია კრიპტოვალუტის მიმართ ინვესტორების მზარდ ინტერესთანაა დაკავშირებულია.
დღის ბოლოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა განიხილავს კანონპროექტების სერიას, რომელიც ციფრული აქტივების ინდუსტრიას დიდი ხნის განმავლობაში მოთხოვნილი ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოთი უზრუნველყოფს.