logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"პროფესიული განათლება სწრაფად კვალიფიციური კადრის მომზადების ერთ-ერთ მთავარ გზად მიიჩნევა" - ლიკა მენაღარიშვილი

საგანმანათლებლო პლატფორმა Skillwill Swiss College-ის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ლიკა მენაღარიშვილის შეფასებით, სახელმწიფო პროფესიული განათლების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს, რადგან ის სწრაფად კვალიფიციური კადრის მომზადების ერთ-ერთ მთავარ გზად მიიჩნევა.

როგორც ლიკა მენაღარიშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, წელს პირველად ახალგაზრდებს ეროვნულ გამოცდებზე პროფესიული განათლების არჩევის შესაძლებლობა მიეცათ, რაც აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

"სახელმწიფო ყველა ნაბიჯს დგამს, რომ პროფესიული განათლება წინ წამოიწიოს, ის მიმართულებები განვითარდეს, რაც დეფიციტურია. წელს პირველად მოხდა, რომ ეროვნულ გამოცდებზე ახალგაზრდებს შეეძლოთ პროფესიული განათლების მიმართულება აერჩიათ. ამასთან, შეხვედრებს ახალგაზრდებთან მუდმივად ვახორციელებთ, ვაცნობთ არჩევანი პროფესიულ განათლებაზე რატომ უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით კი იმ სექტორზე, რასაც ტექნოლოგიები წარმოადგენს. პროფესიული განათლება დღეს უკვე აღიქმება არა როგორც ალტერნატივა, არამედ როგორც სწრაფი გზა სამუშაო ბაზრისთვის მზა კადრის მოსამზადებლად. მინდა ვთქვა, რომ განათლების სამინისტრო მუდმივად ცდილობს, ფეხი აუწყოს და დაეწიოს კონკრეტულ ტექნოლოგიურ მიმართულებებს, რასაც ბაზარი ითხოვს. ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობაა, დღეს აუცილებელია მისი ცოდნა, როგორც ადრე ვორდისა და ექსელის ცოდნა იყო აუცილებელი", - აღნიშნავს ლიკა მენაღარიშვილი.

გამოგვყევით