logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"საქართველოს მელიორაციამ" სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოების გეგმები განსაზღვრა

"საქართველოს მელიორაციამ" სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოების გეგმები განსაზღვრა

1753771063

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. 

გიგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტების მერებს „საქართველოს მელიორაციის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამსახურის ჩამოყალიბება მოსახლეობას გაუადვილებს წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმებისა და სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებულ  პროცედურებს.

შეხვედრაზე  რეგიონში სარწყავი სისტემების არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელეს. 

„მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით დაიგეგმოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სამომავლოდ განხორციელდება. პროექტები მიმართულია ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობისთვის, რადგან საირიგაციო სისტემების მოწესრიგება ხარისხიანი მოსავლიანობის  გაზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ გიგლა თამაზაშვილმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონში ის საირიგაციო სისტემები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს. 

 

გამოგვყევით