logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანის და ფილიალების დამატების გეგმები ისევ დაპაუზებულია - Gtex

საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანის და ფილიალების დამატების გეგმები ისევ დაპაუზებულია, - ამის შესახებ კომპანია Gtex-ის დამფუძნებლმა გიორგი ბასილაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში არასტაბილური გარემოა და შესაძლოა, გარკვეული რყევები იყოს, ამიტომ კომპანიას მოდუნების საშუალება არ აქვს.

"რამდენიმე ევროპულმა ბრენდმა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადადეს. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ბაზრის ინტენსიური ანალიზი გვჭირდება", - აცხადებს გიორგი ბასილაძე.

მანვე აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები შემცირებულია, რასაც რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. 

"სიტუაცია, წლის დასაწყისთან შედარებით, უფრო სტაბილურია, რაც სავარაუდოდ, ტურისტულმა ნაკადებმა გამოიწვია. სამწუხაროდ, დამოკიდებულები ვართ გლობალურ და გეოპოლიტიკურ სიტუაციებზე და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ როდესაც ისრაელ-ირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ფრენები შეჩერდა - ეს მდგომარეობა ლაკმუსის ქაღალდივით დაგვეტყო. ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადის შემოდინება შეჩერდა და ძალიან აისახა ჩვენს გაყიდვებზე, განსაკუთრებით ბათუმის ფილიალზე. ფრენების აღდგენის შემდეგ კი, ისევ გააქტიურდა გაყიდვები. 

რთულია შევაფასოთ და ვთქვათ კონკრეტულად რამ გამოიწვია აღნიშნული შემცირება. მაგალითად, წელს გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისიც საკმაოდ ცივი იყო, რაც ჩვენზე გავლენას ახდენს. ჩვენი შესყიდვის შესაძლებლობები უფრო სენსიტიური და დაბალია. მაგალითად, თუ საცურაო ამინდი არ არის - საცურაო კოსტიუმები არ იყიდება და ა.შ. ევროპაში გამომდინარე იქიდან, რომ მსყიდველუნარიანობა უფრო მაღალია, მომხმარებლები ადრე ყიდულობენ ამ ყველაფერს და ემზადებიან, მაგრამ ჩვენთან ეს პერიოდი საკმაოდ შემცირებულია. მიდიან დასასვენებლად ზეგ და საჭირო ნივთებს დღეს ყიდულობენ. შესაბამისად, ვერ ვაკეთებთ ანალიზს და დიფერენცირებას რის გამო შემცირდა გაყიდვები. ზოგადად, რა თქმა უნდა, არასტაბილური გარემო ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ბიზნესს", - აცხადებს გიორგი ბასილაძე.

გამოგვყევით