logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2025 წლის ბოლომდე დასასრულებელ პროექტებში ბინების 82% უკვე გაყიდულია - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის ბოლომდე დასასრულებელ პროექტებში ბინების 82% უკვე გაყიდულია.

მათივე ცნობით, ამა წლის მაისში დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 9.7%-ით შემცირდა. თუმცა, გაყიდვები ივნისში წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის ივნისის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. (2024 წლის მაისი და ივნისი უძრავი სექტორის გაყიდევბის მიმართულებით ყველაზე სუსტი თვე იყო).

"ჯამურად, 2025 წლის 6 თვეში, გაყიდვები გასული წლის 6 თვესთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური თვიური და წლიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ფართობის მიხედვითაც. პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 82% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი
დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოგვყევით