logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ლეა გუტიერესი დაინიშნა

ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ლეა გუტიერესი დაინიშნა

1753685623

ზიის განვითარების ბანკმა (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ლეა გუტიერესი დანიშნა.

გენერალური დირექტორის პოზიციაზე გუტიერესი გაუძღვება ADB-ის სტრატეგიულ დღის წესრიგს ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონში. ის უხელმძღვანელებს ADB-ის მუშაობას 11 ქვეყანაში: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.  ახალი გენერალური დირექტორი მუშაობს დღეს იწყებს.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება. განვაგრძობ მუშაობას განვითარებად წევრ ქვეყნებთან და დაინტერესებულ მხარეებთან რეგიონში მრავალმხრივი ზრდის, რეგიონული თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად,”- განაცხადა ლეა გუტიერესმა.

ლეა გუტიერესს ორმოც წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს და მათ შორის 25 წელი ADB-ში აქვს გატარებული. დანიშვნამდე, გუტიერესი იყო ADB-ის მესამე სექტორული დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სადაც ხელმძღვანელობდა ფინანსებს, ადამიანურ რესურსებს და სოციალურ საკითხებს, ასევე საჯარო მმართველობის მიმართულებას. მანამდე უძღვებოდა წყნარი ოკეანის რეგიონის დეპარტამენტს გენერალური დირექტორის რანგში. ასევე ეკავა მაღალი თანამდებობები ADB-ის სტრატეგიის, პოლიტიკისა და თანამშრომლობის დეპარტამენტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დეპარტამენტსა და ბანკის მმართველთა საბჭოს სამდივნოში.

გუტიერესი ფილიპინების მოქალაქეა. ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის დოქტორისა და მაგისტრის ხარისხებს და ფილიპინების უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ეკონომიკაში.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

გამოგვყევით