სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 803 ტონა დაფნის ფოთოლი, 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით (301 ტონა), ხოლო ღირებულება 51%-ით (1.1 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
2021 წლიდან მზარდია დაფნის ფოთლის საექსპორტო ფასიც, რომელმაც 2025 წელს კილოგრამზე 4.2 აშშ დოლარს მიაღწია.
დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (68%) და რუსეთი (22%).