logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი საჯარო კონსულტაციის მიზნით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის განკუთვნილი ჯარიმების ახალ წესს აქვეყნებს

სებ-ი საჯარო კონსულტაციის მიზნით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის განკუთვნილი ჯარიმების ახალ წესს აქვეყნებს

1773150261

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციის მიზნით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის განკუთვნილი ჯარიმების განახლებული წესის პროექტი გამოაქვეყნა.

საქართველოს კაპიტალის ბაზრის მასშტაბისა და მოცულობის ზრდის პარალელურად, დადგა ჯარიმების დაკისრების შესახებ მოქმედი წესის განახლების საჭიროება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დარღვევების სიმძიმისა და მათი პოტენციური გავლენის შესაბამისი, ადეკვატური და პროპორციული სანქცირება.

წესის პროექტი ადგენს ფულადი ჯარიმების განსაზღვრის დიფერენცირებულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, სუბიექტის ტიპსა და დამრღვევის ზომას.

პროექტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფიქსირებული ოდენობით, ასევე სუბიექტის შემოსავლის/საზედამხედველო კაპიტალის პროცენტული მაჩვენებლით, რომელთაგან გამოიყენება უფრო მაღალი ოდენობა.

ჯარიმების გამოთვლის აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

გამოგვყევით