logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გიგლა თამაზაშვილი: წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს

გიგლა თამაზაშვილი: წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს

1777734069

შპს საქართველოს მელიორაციისგენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა წყალსარგებლობის განრიგის მნიშვნელობასა და სარწყავი წყლის მიწოდების მექანიზმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმება მომხმარებლებს სარწყავი წყლის სტაბილურ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს კომპანიას წინასწარ დაგეგმოს რესურსები და ეფექტიანად მოემსახუროს ფერმერებს.

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების საწყის ეტაპზე წყალმომხმარებელს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ წარმოეშობა. კომპანია ვალდებულია, ფერმერს მისთვის სასურველ ადგილსა და პერიოდში მიაწოდოს საჭირო რაოდენობის სარწყავი წყალი, ხოლო მომსახურების საფასურს წყალმომხმარებელი გადაიხდის 15-დღიანი მორწყვის ციკლის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვეში, მხოლოდ მაშინ, როდესაც რწყვის ოპერაცია ჩატარდება,“ - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

მისივე განმარტებით, ფერმერებს აქვთ მოქნილი შესაძლებლობა შეცვალონ ან გააუქმონ შეთანხმებული გრაფიკი. რწყვის ოპერაციის გაუქმება შესაძლებელია მომსახურების დაწყებამდე 20 დღით ადრე, ხოლო სხვა პერიოდზე გადატანა - 10 დღით ადრე. იმ შემთხვევაში კი, თუ წყალმომხმარებელი არ ისარგებლებს დაგეგმილი მომსახურებით, მას საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.

გენერალურმა დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიღებისთვის აუცილებელია, ფერმერებმა დროულად მიმართონ საქართველოს მელიორაციისსერვისცენტრებს და გააფორმონ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებები.

"კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას "სოციალური კალათის" პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი" - "გუდვილი"

"კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას "სოციალური კალათის" პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი" - "გუდვილი"

ბიზნესი

გამოგვყევით