ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ "ქეშბექს" კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ "უნივერსამის" დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა განაცხადა.
მან ისაუბრა დიდი და პატარა ქსელების "ქეშბექებთან" და შეთავაზებებთან მიმართებით განსხვავებულ მიდგომაზე.
"გაიყვანს ერთი ქსელი, დავუშვათ, "კოკა-კოლას" და აქვს "პეპსი", მას "პეპსი" 50 პროცენტიან ფასდაკლებას აძლევს და იმას მე ფასში ვერასდროს გავეკიდები, მაგრამ მას უღირს, იმიტომ, რომ თვითღირებულება ისედაც ლარ-ნახევარი აქვს და 4 ლარად გვთავაზობს და 50 %-ს აძლევს 2 ლარად, ის ყიდის 3 ლარად, მე კი 4 ლარად ვიღებ, ბუნებრივია, მაჯობებს. ქსელებს შემცირებული აქვს გასაყიდი პროდუქცია 1000 SQ-მდე [შეთავაზება], უდევს ორი კარაქი და მიდის ახალი მომწოდებელი, ეუბნება რომ კარაქი მაქვს - [ქსელი] ეუბნება, თუ არ მომცემ 50 პროცენტს, სულ ორი კარაქი მჭირდება, ან გადამიხადე 50, ან არ მინდა საერთოდ შენი კარაქი, ან იგივე ალკოჰოლი. სულ იყიდება 30-40 SQ ძირითადად, მაგრამ, დისტრიბუტორებთან ამ ურთიერთბებიდან გამომდინარე, ხშირად გვაქვს პატარა ქასელებს, 200 და 300 SQ. დიდი ქსელი ამას არ იღებს - იღებს იმ 50-ს რომელიც ყველაზე ღრმა ფასდაკლებას აძლევს და ერთგვარ კონკურენციას აჩაღებს," - აღნიშნა ღუდუშაურმა.