logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო დელეგაციას უმასპინძლა

დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო დელეგაციას უმასპინძლა

1777563989

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნულ სფეროში საქართველოს ექსპორტის პოტენციალზე.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დელეგაციასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის პოტენციალზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს რეალური შესაძლებლობები. შევთანხმდით, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას პრაქტიკულ რეჟიმში გადაიყვანს. ასევე განისაზღვრება ჩარჩო მემორანდუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ორმხრივი ვაჭრობა და წინ წავწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, მოჰამედ ალ ნუაიმის განცხადებით, მათი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოს აგროსასურსათო სექტორის პოტენციალითა და საინვესტიციო შესაძლებლობებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და საინვესტიციო პოტენციალის სრულფასოვანი წარმოჩენა. გვჯერა, რომ ქვეყნებს შორის გაღრმავებული თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს“, - აღნიშნა მოჰამედ ალ ნუაიმიმ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, ასევე შესაბამისი უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით