logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპი კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 1-ელი აგვისტოდან 35%-იან ტარიფის დააწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპი კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 1-ელი აგვისტოდან 35%-იან ტარიფის დააწესებას გეგმავს

1752219834

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს.

დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის გაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ტარიფები პირველი აგვისტოდან ამოქმედდება და გაიზრდება, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიმართავს

ამავდროულად, NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სხვა სავაჭრო პარტნიორებისთვის საბაზისო ტარიფებიც გაიზრდება. ამჟამად საბაზისო ტარიფები 10%-ია.

„ყველა დანარჩენი ქვეყანაც გადაიხდის, იქნება ეს 20 თუ 15%. ამას ახლა გავარჩევთ“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

ცნობისთვის, კანადას და აშშ-ს სავაჭრო მოლაპარაკებების ვადა 21 ივლისამდე აქვთ შეთანხმების მისაღწევად.

1tv.ge

გამოგვყევით