logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები" - გიგლა თამაზაშვილი

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები" - გიგლა თამაზაშვილი

1773486255

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს გააცნო. 

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის მომსახურების ახალი ტარიფები და სახელმწიფო სუბსიდირების იმ სქემა, რომელიც 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა ფერმერების მხრიდან კომპანიასთან  წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დროულ, სარწყავი სეზონის დაწყებამდე გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა ფერმერებმა სარწყავი წყალი  სასურველ დროს, დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიიღონ. დროულად  გაფორმებული ხელშეკრულებები ფერმერებისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.

გენერალურმა დირექტორმა  დამსწრეებს გააცნო ის ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ წყალმომხმარებლებსა და კომპანიას წარმოეშობათ.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები სარწყავი წყლის მოხმარების საფასურს არა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არამედ, მიღებული მომსახურების შემდეგ გადაიხდიან.

გიგლა თამაზაშვილმა ისაუბრა  იმ გამოწვევების შესახებაც, რომლებიც  სარწყავი სეზონის წინ განსაკუთრებით აქტუალურია.

„მელიორაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. თუ სისტემა სათანადოდ არ პასუხობს ფერმერთა საჭიროებებს, სოფლის მეურნეობის სრულფასოვანი განვითარება რთულია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ მათი ეფექტიანი გადაჭრა“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.

 

გამოგვყევით