ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანიამ სამხრეთკორეულ Samsung Electronics-თან ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით $16.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული გარიგება სავარაუდოდ, სამხრეთ კორეის ტექნოლოგიური გიგანტის ზარალიანი კონტრაქტული წარმოების ბიზნესს გააძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი Routers-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Samsung-ის აქციები 6.8%-ით გაიზარდა და გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აშშ-ში წინასაბაზრო ვაჭრობის დროს Tesla-ს აქციები 1.9%-ით გაიზარდა.
მასკის ინფორმაციით, Samsung-ის ახალი ჩიპების ქარხანა ტეილორში, ტეხასის შტატში, დაამზადებს Tesla-ს ახალი თაობის AI6 ჩიპს, რაც პოტენციურად ხელახლა გაააქტიურებს პროექტს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებების წინაშე იდგა Samsung-ის მიერ მსხვილი კლიენტების შენარჩუნებისა და მოზიდვის სირთულეების გამო.
NH Investment & Securities-ის უფროსი ანალიტიკოსის, რიუ იანგ-ჰოს თქმით, Samsung-ის Taylor-ის ქარხანას „პრაქტიკულად არ ჰყავდა მომხმარებელი, ამიტომ ეს შეკვეთა საკმაოდ მნიშვნელოვანია“.
მასკის თქმით, ამჟამად Samsung აწარმოებს Tesla-ს AI4 ჩიპებს, რომლებიც მის სრულად თვითმართვადი მძღოლის ასისტენტ სისტემას კვებავს, ხოლო TSMC AI5-ის წარმოებას თავდაპირველად ტაივანში, შემდეგ კი არიზონაში გეგმავს.