logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

აშშ-მა და ევროკავშირმა სატარიფო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ევროკავშირმა სატარიფო შეთანხმებას მიაღწიეს

1753687860

ევროკავშირმა და აშშ-მა სატარიფო შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის საქონლის უმეტესობაზე 15%-იანი იმპორტული ტარიფი დაწესდა. ამის შესახე ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს. 

სავაჭრო შეთახმების ჩარჩოს მიხედვით, ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების დიდ ნაწილზე 15%-იანი ტარიფი ამოქმედდება, ნაცვლად 30%-სა, როგორც ეს შეთანხმების გარეშე იქნებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმების შესახებ დასავლეთ შოტლანდიაში, ტრამპის მდიდრულ გოლფის მოედანზე, ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადეს.

„ვფიქრობ, ეს ოდესმე დადებული ყველაზე დიდი გარიგებაა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და შეაქო ევროკავშირის გეგმები, რომელიც შეერთებულ შტატებში დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას და აშშ-ში ენერგიისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვების მკვეთრად გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, ტრამპის ინფორმაციით, ევროკავშირი დათანხმდა მომდევნო წლებში აშშ-დან 750 მლნ დოლარის ღირებულების ენერგორესურსების იყიდოს.

გამოგვყევით