logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 2.4%-ით გაიზარდა" - Galt&Taggart

ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების დინამიკა 2025 წლის პირველ ნახევარში წლიურად 2.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

მათივე ცნობით, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების მატება გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.

"2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ჯამურმა მოხმარებამ 6.9 ტვტ.სთ შეადგინა. 2025 წლის მოხმარების მატება ძირითადად პირდაპირი (+4.5% წ/წ) და საცალო მომხმარებლების (+4.2% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო. ამასთან, აფხაზეთის რეგიონის მოხმარება წლიურად 4.9%-ით შემცირდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, Galt&Taggart-ის მიმოხილვაში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია წლიურად 9.7%-ით შემცირდა და 6.6 ტვტ.სთ შეადგინა. 

"ჰიდრო გენერაცია წლიურად 7.3%-ით შემცირდა 5.6 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გენერაციის 84.7% შეადგინა. კლება გამოწვეული იყო რეგულირებული ელექტროსადგურების გენერაციის შემცირებით. თბოგენერაცია მნიშვნელოვნად, წლიურად 21.6%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ჰიდრო გენერაციის კლებით, ექსპორტის
შემცირებით და იმპორტის ზრდით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამოგვყევით