აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით,დონალდ ტრამპმა დააწესა 10%-იანი საბაჟო გადასახადი ყველა ქვეყნისთვის და ინდივიდუალური, უფრო მაღალი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც აშშ-ს ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა — რაც მიზნად ისახავდა თანაბარი პირობების შექმნას.
უკვე 75-ზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა ახალი სავაჭრო შეთანხმებების თაობაზე. ამ პროცესის გამო ინდივიდუალური ტარიფები დროებით შეჩერებულია — გარდა ჩინეთისა, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო და ახლა აშშ-ში მის ექსპორტზე შესაძლოა დაწესდეს 245%-მდე ტარიფი.
ამჟამად ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.