საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2025 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.0%-ის დონეზე ინარჩუნებს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2025 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. "აღნიშნული შენელება ძირითადად უკავშირდება აშშ-ს
ახალ სატარიფო პოლიტიკასა და მისი სავაჭრო პარტნიროების მიერ მიღებულ საპასუხო ზომებს, რომლებმაც ეფექტური სატარიფო განაკვეთები საუკუნის განმავლობაში უპრეცენდენტო დონემდე გაზარდა,"-აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.