აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფებზე 90-დღიანი მორატორიუმის გამოცხადებისთანავე საფონდო ბირჟებზე ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.
ერთდღიან პერიოდში TOP კომპანიებიდან, ყველაზე მეტად Tesla-სa და Nvidia-ს აქციები გაძვირდა.
companies market cap-ის მიხედვით, გთავაზობთ რამდენიმე უმსხვილესი ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულებას, რომელიც 1 დღეში მნიშვნელოვნად გაძვირდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ მან პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.