სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" Arabian Travel Market-ში მონაწილეობს, რომელიც წამყვანი გლობალური 4 დღიანი ღონისძიებაა მსოფლიოს მასშტაბით. აქ ერთიანდება მოგზაურობა, ტურიზმის ინდუსტრია და ბიზნეს შესაძლებლობები.
კომპანიაში აცხადებენ, რომ "პანორამა ჯგუფი" იმერეთის რეგიონში ,18 მილიონიან ინვესტიციის განხორციელებას იწყებს, სადაც მისი პარტნიორი საერთაშორისო ბრენდი გახდება. "პანორამა ჯგუფსა" და საერთაშორისო ბრენდს შორის კონტრაქტს, სწორედ Arabian Travel Market-ზე მოეწერება ხელი.
"პანორამა რედის" პროექტი - ეს არის ახალი ცხოვრების სტანდარტი, სადაც ბუნებას, თანამედროვეობა და საზოგადოება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
შეგახსენებთ, "პანორამა რედის“ პროექტში, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა განიხილებოდა, ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორი" მიმდინარე წლის თებერვალში წერდა.
მაშინ პროექტის განმახორციელებელი, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „პანორამა ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე გეგეშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებდა, რომ საუბარი იყო World Hotels-ში შემავალ ერთ-ერთი ბრენდზე, რომელიც „პანორამა რედის“ მმართველი კომპანია იქნება. იმ დროისთვის, კომპანია შესაბამის იურიდიულ პროცედურებს გადიოდა.
18 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი არის 15 სართულიანი, სადაც ერთი სართული მიწისქვეშა პარკინგს, მომდევნო სართული კომერციულ ფართს, ხოლო მეორე სართულიდან დაიწყება პრემიუმ კლასის აპარტამენტები. მშენებლობის დასრულება 3 წელში იგეგმება.