logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ქუთაისში, "პანორამა რედის" პროექტში, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა განიხილება

„პანორამა რედის“  პროექტში, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა განიხილება.

როგორც პროექტის განმახორციელებელი, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „პანორამა ჯგუფის“  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე გეგეშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საუბარია,  World Hotels-ში შემავალ ერთ-ერთი ბრენდზე, რომელიც „პანორამა რედის“ მმართველი კომპანია იქნება.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია შესაბამის იურიდიულ პროცედურებს გადის, მათ შორის მუშაობს ხელშეკრულების პირობებზე.

როგორც ალექსანდრე გეგეშიძე აცხადებს, პროექტი არის 14 სართულიანი, სადაც ერთი სართული მიწისქვეშა პარკინგს, მომდევნო სართული კომერციულ ფართს, ხოლო მეორე სართულიდან დაიწყება პრემიუმ კლასის აპარტამენტები.

„ბინაში მობინადრეებს დახვდებათ  დაცვა, რესეფციონისტი, დასუფთავების თუ გაქირავების სერვისი. ასევე დაინიშნება მიკროავტობუსის მარშუტი ქალაქის ცენტრიდან. პრემიუმ კლასის აპარტამენტები 41 კვადრატიდან ჩაბარდება რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით,“-აცხადებს ალექსანდრე გეგეშიძე.

მისივე ინფორმაციით, პროექტში, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია,  15 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. მშენებლობის დასრულება 3 წელში იგეგმება.

გამოგვყევით