logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ბრიტანული განათლება ქართველი პროფესიონალებისთვის - ChangeSchool LDN-ი მიღებას იწყებს

ქართველი პროფესიონალებისთვის ბრიტანული Executive MBA განათლების მიღება საქართველოში გახდება შესაძლებელი. პროგრამა 2027 წლის თებერვალში დაიწყება და მონაწილეებს ბრიტანული ხარისხის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ChangeSchool LDN-ის ხელმძღვანელი საქართველოში, სალომე გეგუჩაძე "ბიზნესპარტნიორთან"  აღნიშნავს, რომ სწავლა ერთდროულად თბილისში და ერევანში დაიწყება, რაც საქართველოსა და სომხეთის პროფესიონალებს ერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში გააერთიანებს და რეგიონული თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. მისივე თქმით, სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანული ბიზნესსკოლების ექსპერტები. 

"საქართველოში ვიწყებთ Executive MBA პროგრამაზე მიღებას. გასული წლიდან ველაპარაკებით ბიზნესებს რათა გავიგოთ მათი საჭიროებები და შევთავაზოთ მათ ამოცანებსა და მიზნებზე მორგებული მხარდამჭერი პროგრამები. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისიც არის, რომ ის შექმნილია უკვე დაკავებული პროფესიონალებისთვის. მონაწილეებს არ უწევთ კარიერის შეჩერება ან ქვეყნის დატოვება იმისთვის, რომ საერთაშორისო დონის MBA განათლება მიიღონ. ისინი სწავლას საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან უთავსებენ. ეს მნიშვნელოვანია როგორც თავად პროფესიონალისთვის, ისე დამსაქმებლისთვის, რადგან შედეგის დანახვა მხოლოდ პროგრამის დასრულების შემდეგ არ ხდება. კომპანიას უკვე სწავლის პროცესშივე შეუძლია დაინახოს, როგორ გარდაიქმნება მიღებული ცოდნა პრაქტიკულ შედეგებად."-აღნიშნა სალომე გეგუჩაძემ. 

ცნობისთვის, ChangeSchool London არის ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანია, რომელიც 39 ქვეყანაში მუშაობს და საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს. 

გამოგვყევით