ჩინეთის ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის ავიაკომპანიებმა უნდა შეწყვიტონ ამერიკული ავიაკომპანიის, „ბოინგის“ წარმოების თვითმფრინავების შესყიდვა.
Bloomberg-ის ცნობით, ეს ნაბიჯი არის ჩინეთის პასუხი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, 145%-იანი ტარიფები დააწესოს ქვეყანაში ჩინური პროდუქციის იმპორტზე. ამ ფონზე დღეს დილით Boeing-ის აქციების ფასი 2,5%-ით შემცირდა.
ამას გარდა, ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ადგილობრივი ავიაგადამზიდავები შეაჩერებენ ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული საავიაციო აღჭურვილობისა და დეტალების შესყიდვას. ჩინეთის ხელისუფლება ასევე აპირებს, დაეხმაროს იმ ჩინურ ავიაკომპანიებს, რომლებიც Boeing-ის თვითმფრინავებს ქირაობენ და ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო ხარჯები გაეზარდათ.
1tv.ge