დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის საქართველო მეტად საინტერესო რომ გახდეს არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, ახალი პორტების მშენებლობასთან ერთად, პირველ რიგში და დროულად, არსებული პორტების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ.
ამასთან, Camex Airlines-ის ხელმძღვანელი საუბრისას, როგორც საგზაო, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავიაციის მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და გამოწვევებსაც შეეხო.
„რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გეგმის მიხედვით ვითარდება და იმედი მაქვს, რომ მომდევნო დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურას საკმაოდ სერიოზული სიმძლავრეები დაემატება. ამასთან, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი ,რა თქმა უნდა, რკინიგზის განვითარებაა. ავიაციის მიმართულებით პოტენციალი კიდევ გვაქვს, მომავალი 2 წლის განმავლობაში, რომ გაორმაგდეს. ეს გამოიხატება სატვირთო ხომალდების დამატებაში - ქართულმა ოპერატორებმა რომ დაიმატონ ეს ხომალდები, რაც მარტივი არ არის, რადგან დღეს მსოფლიოში სატვირთო თვითმფრინავების ნაკლებობაა და მომავალი დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში ეს დეფიციტი კიდევ შესამჩნევი იქნება“ - აღნიშნა Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ