logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 14.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 14.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1750318135

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

"საქსტატის" ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტით გაიზარდა და 1 169.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (229.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (121.1 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (120.0 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-მაისიში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 136.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 97.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 82.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი).

გამოგვყევით